თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კაფესთან, მაღაზიასთან ან რაიმე სხვა საცალო ბიზნესთან, თქვენ შეიძლება კითხოთ საკუთარ თავს რა არის საუკეთესო გზა მართოთ გაყიდვები, შესყიდვები, ანგარიშები და ა.შ. ჩვენ წრმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებული გზებს თუ რა უნდა გააკეთოთ:

 

1. “ძველი სკოლა” ქაღალდის ჟურნალი.

 

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა რომ ის არის ყველაზე იაფი – თქვენ უბრალოდ უნდა მოიმარჯვოთ რვეული, კალამი და შეგიძლიათ დაიწყოთ „მუშაობა“ დაუყოვნებლივ. მაგრამ ფურცლის გამოყენება ყოველვის დაკავშირებულია რისკთან – დაღვრილმა ყავამაც კი შეიძლება გაანადგუროს მნიშვნელოვანი ჩანაწერები. გარდა ამისა, ძალიან რთულია მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია ქაღალდებიდან. მაშინაც კი თუ ყველაფერი გაქვთ ჩაწერილი და შეგიძლიათ მისი წაკითხვა, თქვენ უნდა დაბრუნდეთ წარსულში და დაათვალიეროთ ძალიან ბევრი ფურცელი რათა ნახოთ მაგალითად ბრუნვა სხვადასხვა პერიოდში.

 

2.  გამოიყენოთ ელექტრონული ცხრილი (Excel)

 

ეს არის ნამდვილად უსაფრთხო გზა თვალი მიადევნოთ ოპერაციებს თქვენს ბიზნესში. ის აგრეთვე გაძლევთ საშუალებას მიიღოთ გარკვეული საბაზისო რეპორტები. მეორეს მხრივ, თუ თქვენ გჭირდებათ უფრო რთული და კომპლექსური ანგარიშები ამის გაკეთება იქნება ნამდვილად რთული, თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ეგრეთწოდებული მაკროსები რომელიც იმაზე მეტად გაართულებს სამუშაო პროცესს ვიდრე ეს თქვენ გსურთ. კიდევ ერთი სერიოზული მინუსი მაგალითად Excel_ის არის ის, რომ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რა შეიცვალა, ვინ შეცვალა (ან როდის), რაც შეუძლებელს ხდის აკონტროლოთ თქვენი მონაცემები სრულად. ბოლო და არანაკლებ რთულია, თუ არა შეუძლებელი, დაბეჭდოთ სხვადასხვა დოკუმენტი, განსაკუთრებით თუ თქვენ იყენებთ ფისკალურ პრინტერებს, საკონტროლო სალარო აპარატს, სამზარეულო პრინტერს ან სხვა რომელიმე გარე მოწყობილობას.

 

3. ყველასთვის საყვარელი სალარო აპარატი

 

ეს არის ყველაზე გავრცელებული მართვის სისტემა მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის. სალარო აპარატით მთელი თქვენი სისტემა თავმოყრილია ერთ ადგილას და დასაწყისისთვის თქვენ გჭირდებათ ერთჯერადი ინვესტიცია. ზოგიერთ სალარო აპარატს შეუძლია იმუშაოს რამდენიმე გარე მოწყობილობასთან როგორიცაა, მომხმარებლის ეკრანი, შტრიხკოდ სკანერი ან ბარათების წამკითხავი. ხარვეზები ამ მეთოდით მუშაობის არის შემდეგი: მცირე შესაძლებლობა რთული რეპორტების; არ გაქვთ საშუალება თვალყური ადევნოთ კლიენტებს (ლოალურობის პროგრამას, დაგროვების ბარათებს, და ასე შემდეგ). აქაც არსებობს უამრავი შეზღუდვა სხვადასხვა გარე მოწყობილობასთან კავშირის (მაგალითად რადენიმე სამზარეულო პრინტერთან ერთდროულად)

 

 

4. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა წარმატებული ბიზნესისათვის – Point of Sale სისტემა.

 

უპირატესობა კარგი POS პროგრამის მოიცავს შესაძლებლობებს მიიღოთ რთული რეპორტები ერთ სისტემაში ჩართული სხვადასხვა ობიექტიდან. მაგალითად თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეამოწმოთ რომელია ყველაზე გაყიდვადი საქონელი, ყველა თქვენი მაღაზიიდან, ან რომელი თქვენი თანამშრომელი იყო უფრო ეფექტური კონკრეტულ დღეს ან კვირას და ეს ყველაფერი გააკეთოთ სახლიდან. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გააკეთოთ რთული ლოიალურობის პროგრამა და დააწესოთ სპეციალური ფასდაკლება – მაგალითად 30 % ფასდაკლება არჩეულ პროდუქციაზე VIP კლიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს. POS პროგრამას შეუძლია დაუკავშირდეს ყველა სახის გარე მოწყობილობას როგორიცაა თანამედროვე სენსორული ეკრანები, ელექტრონული სასწორები და ბევრი სხვა! უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების საუკეთესო დაცვას და აკეთებს online სინქრონიზაციას მოშორებულ ობიექტებთან რეალურ დროში. თუ ჩვენ გვინა მოვიფიქროთ რაიმე ნაკლოვანება POS პროგრამული უზრუნველყოფის ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის მოითხოვს უფრო კომპლექსურ ადმინისტრირებას და კომპიუტერული უნარების ქონას თქვენი თანამშრომლებისგან.

 

IncoPOS_ს აქვს მეგობრული ინტერფეისი და გაძლევთ საშუალებას გადალახოთ სირთულეები, რომელსაც იწვევს სხვადასხვა სისტემები, შესაძლებელია პროგრამის ინსტალაცია მარტივად ნებისმიერ კომპიუტერზე, თქვენ შეძლებთ დაიწყოთ მუშაობა და გამოიყენოთ მისი საუკეთესო თვისებები რამდენიმე წუთში!