“Windows არის “მეფე”, ის არის ყველაზე მარტივი მუშაობაში – მეორე წუთს გაგექცევათ აზრი Linux_ზე და მის საუკეთესო თვისებებზე.

ამ სტატიაში, ჩვენ შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ ყველაფერი ოპერაციული სისტემების შესახებ, რომელია თქვენთვის საუკეთესო და მოგაწოდოთ გარკვეული მითები მათ გარშემო.

Windows, Linux, macOS, და ა.შ. ყველა არის ოპერაციული სისტემები. რაც შეეხება POS გადაწყვეტილებებს, იქნება ეს, მაღაზიის პროგრამა, რესტორნის პროგრამა თუ სხვა რომელიმე ბიზნესის ავტომატიზაციისთვის, ყოველ ადამიანს დაწყებული თქვენი თანამშრომლებიდან – დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფის გამყიდველებამდე აქვთ განსხვავებული მოსაზრება. ეს კი ართულებს გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუ ეს სფერო არ არის თქვენი ძლიერი მხარე.

ოპერაციული სისტემის განსაზღვრება:

ნებისმიერი კომპიუტერული მოწყობილობა შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან; პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა. ოპერაციული სისტემა არის მედიატორი ტექნიკურ მოწყობილობასა და პროგრამულ აპლიკაციებს შორის. იგი ეხმარება თქვენს პროგრამას დაუკავშირდეს ტექნიკას და პირიქით, ოპერაციული სისტემის გარეშე თქვენი კომპიუტერი არაფერია გარდა უბრალო ყუთისა.

არსებობს ე.წ. OS (ოპერაციული სისტემა) ომები, სადაც მწარმოებლემი და მომხმარებლები მუდმივად ცდილობენ დაამტკიცონ საკუთარი პლატფორმის უპირატესობა. მოდით შევხედოთ სიმართლეს – სხვადასხვა ოპერაციული სისტემა შეიძლება გამოიყურებოდეს განსხვავებულად მაგრამ ისინი მეტ-ნაკლებად გვთავაზობენ იგივე ფუნქციებს, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიებშია შეფუთული. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებმა შეიძლება ისარგებლონ კონკრეტული ოპერაციული სისტემით რომელიც უფრო გამოსადეგია მათი კოდირებისთვის მაგრამ ჩვენ არ ვართ დეველოპერები.
ამით რათქმაუნდა ჩვენ არ ვგულისხმობთ რომ სისტემის შერჩევა უნდა იყოს იგნორირებული და სულ ერთია რას მოიწონებთ. ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ამოირჩევთ ოპერაციულ სისტემას რომლის უპირატესობებიც გჭირდებათ თქვენ.

წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას რა განსხვავებაა მათ შორის რა აქვთ კარგი (და არც ისე კარგი);

Windows

Windows არის საცალო ბაზარზე ყველაზე გავრცელებული ოპერაციული სისტემა. კვლევების თანახმად მსოფლიოს მასშტაბით 70%_ზე მეტ კომპიუტერი იყენებს სწორედ Windows. იგი გთავაზობთ ადვილად გამოყენებად ინტერფეისს და მხარს უჭერს ყველა სახის პროგრამული უზრუნველყოფა.

რაც შეეხება უარყოფით მხარეს, Windows არ განიხილება როგორც ყველაზე სტაბილური სისტემა. ის დაუცველია ვირუსებისა და საფრთხეების მიმართ, მაგრამ ეს ის სამყაროა სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. აქვე უნდა აღინიშნოს რომ, Windows შეუძლია იყოს ძალიან ძლიერი და სტაბილური როდესაც გამოყენებულია სწორად შერჩეული ანტივირუსები.

Linux

კომპიუტერის „ჭიებს“ მსოფლიოს მასშტაბით უყვართ Linux მისი მაღალი სტაბილურობის, მეტი თავისუფლებისა და დაბალი ფასის გამო. თუმცა საკმაოდ ხშირად ეს ოპერაციული სისტემა არ მუშაობს კარგად ბევრ სხვა აპლიკაციებთან. Linux – ის, როგორც ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ბევრმა ტექნიკოსმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ის. ეს კი ნიშნავს მაღალ სამეურნეო ხარჯებს მის ტექნიკურ მომსახურებაზე!

macOS

MacOS არის კიდევ ერთი ოპერაციული სისტემა რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური თვისებებით და სტაბილურობით. ეს პლატფორმა საკმაოდ პოპულარულია ტექნიკოსებს და დიზაინერებს შორის. MacOS აგებულია მხოლოდ Apple_ის ტექნიკისთვის, რომელიც შედარებით ძვირია ვიდრე სხვა კომპიუტერული სისტემები.

თუ თქვენ აირჩევთ MacOS  თქვენ უნდა იყოთ მზად სირთულეებისთვის რაც გამოწვეული იქნება თავსებადობით სხვადასხვა სახის აპლიკაციებთან და სპეციალისტების დეფიციტთან ტექნიკური პრობლემის წარმოქმნის დროს.

დასკვნის სახით:

ყველა ეს ოპერაციული სისტემა კარგია, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა გჭირდებათ თქვენ. არ აქვს მნიშვნელობა რას აირჩევთ – ინოვატორი გაძლევთ არჩევანის თავისუფლებას, ჩვენ გთავაზობთ პროგრამულ უზრუნველყოფას IncoPOS რომელიც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს თქვენი ბიზნესის ავტომატიზაციისთვის,
ყველა ძირითად პლატფორმაზე: Windows, Linux და Mac OS!