ჩვენ ვართ მოხარულნი შეგატყობინოთ კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე, სრულიად უფასო და ულიმიტო Cloud Backup_ის შესახებ IncoCloud_ის გამოყენებით.

რაც ნიშნავს იმას რომ ყველა ჩვენი პროგრამის მომხმარებლის ბიზნეს ინფორმაცია, იქნება ეს მაღაზია, რესტორანი, წარმოება, საწყობი თუ რომელიმე სხვა სახის ობიექტი, უსაფრთხოდ იქნება შენახული IncoCloud_ში. თქვენ აღარ შეწუხდებით იმაზე ფიქრით რომ ოდესმე დაკარგავთ მას, თუ დაზიანდა მყარი დისკი, თუ მოხდა ვირუსული შეტევა თქვენს კომპიუტერზე რომელიც შლის ფაილებს, თუ კომპიუტერის ვირუსების წმენდისას წაიშალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ან ნებისმიერი სხვა შემთხვევის დროს რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს თქვენთვის ძალიან მნიშნელოვან მონაცემებს. ამიერიდან ყველა თქვენი ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, ინვენტარზე, ინვოისებზე, ვალებსა თუ ნებისმიერი სხვა სახის ოპერაციებზე უსაფრთხოდ იქნება შენახული ბოლო მომენტამდე თქვენს პირად არქივში.