გახადეთ მაღაზიის მართვის პროცესი სასიამოვნო
პროგრამა განკუთვნილია სუპერმარკეტებისთვის, საწყობისთვის, სწრაფი კვების ობიექტისთვის, დისტრიბუციისა და კაფე-რესტორნისთვის, ვაჭრობის სხვადასხვა ტიპის ავტომატიზაციისთვის, როგორც ერთი ასევე ერთმანეთისგან მოშორებული ობიექტთა ქსელისათვის.
* მუშაობს როგორც, Windows, Linux ასევე Mac OS_ზე
* არ საჭიროებს მოწობილობების მაღალ სისტემურ მოთხოვნებს
* აქვს მაღალი საიმედოობის MySQL მონაცემთა ბაზა
* აქვს მხარდაჭერა სხვადასხვა გარე ტექნიკის და არ არის შეზღუდული კონკრეტული ფირმებისა თუ მოდელის მიხედვით
* შესაძლებელია დისტანციური კონტროლი IncoCloud_ის გამოყენებით ვებ-ბრაუზერიდან ან ანდროიდ მოწყობილობიდან
ფუნქციები
შენიშვნა: ქვემოთ მოცემულია ფუნქციები რათა შეგექმნათ ზოგადი წარმოდგენა პროგრამის მუშაობის შესახებ, ისინი არ ამოწურავენ პროგრამის სრულ შესაძლებლობებს
საქონელი
შესაძლებელია დაამატოთ საქონლის სურათები, სერიული და კატალოგის ნომრები, შტრიხკოდები, განსხვავებული ფასები,ზომის ერთეულები, მინიმალური და ნომინალური რაოდებობა რათა გქონდეთ მუდმივად ოპტიმალური საქონლის რაოდენობა მარაგებში, დღგ _ ს ჯგუფები სრული და ამომწურავი ინფორმაციისთვის ბუღალტერიაში…
პარტნიორები
სრული ინფორმაცია მომწოდებლებისა და კლიენტების შესახებ, იქნება ეს ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, მისამართი, ელ-ფოსტა, ფაქსი და ტელეფონის ნომერი, საიდენტიფიკაციო და პირადი ნომერი, ბანკის დასახელება, საბანკო რეკვიზიტები, ავტომატურად შეხსენებადი კლიენტის დაბადების დღე, სხვადასხვა მარკეტინგული აქციების ჩასატარებლად…
მომხმარებლები
პროგრამას გააჩნია ოთხი დონის მომხმარებელი, შესაძლებელია თითოეულისთვის უფლებების დამატება ან მოკლება, თითოეული მომხარებლის მიბმა კონკრეტულ ობიექტზე, ფასდაკლების ოდენობის განსაზღვრა და რედაქტირების პერიოდის შეზღუდვა…
ობიექტები
რეალური და ვირტუალური ობიექტების სია. მაგალითი მაღაზიის შემთხვევაში: საწყობები, მაღაზიები, სექციები. მაგალითი რესტორნის შემთხვევაში: სართულები, ოთახები, მაგიდები. შესაძლებელია თითოეული ობიექტისთვის ფასის განსაზღვრა, ამრიგად ობიექტთა ქსელის შემთხვევაში შესაძლებელია გქონდეთ სხვადასხვა გასაყიდი ფასი…
ვალუტები
თუ თქვენი პროდუქციის შეძენას ახდენთ უცხოეთიდან, დაამატეთ ვალუტები, გამოთვალეთ პროდუქციის ფასი და დაბეჭდეთ ინვოისები ნებისმიერ ვალუტაში მოცემული მომენტისთვის გაცვლის კურსის გათვალისწინებით…
გაყიდვები
შესაძლებელია მოახდინოთ გაყიდვები როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, საჭიროების შემთხვევაში ატვირთოთ ზედნადები შემოსავლების სამსახურის საიტზე Rs.Ge, გაყიდოთ სხვადასხვა ზომის ერთეულებით და ყოველი ზომის ერთეულს მიანიჭოთ დამოუკიდებელი შტრიხკოდი და ფასი, გაყიდვისას მიუთითოთ ფასდაკლების პროცენტული ან რაოდენობრივი ოდენობა…
შესყიდვები
შესაძლებელია მარაგების შევსება როგორც მექანიკურად ასევე იმპორტით Excel_დან ან შემოსავლების სამსახურის საიტიდან Rs.Ge. შესყიდვის დროს თქვენ შეძლებთ დაინახოთ შესყიდვისა და გასაყიდ ფასს შორის პროცენტული სხვაობა, შეძლებთ ნახოთ საქონლის ბოლო შესყიდვის ფასი, გაძვირდა თუ გაიაფდა პროდუქცია და შესაბამისად გაზარდოთ ან შეამციროთ პროცენტული მნიშნელობა გასაყიდი ფასის ხელახალი შეფასებისთვის…
ინვენტარიზაცია
შესაძლებელია ჩაატაროთ ინვენტარიზაცია ანდროიდ მოწყობილობის გამოყენებით, იქნება ეს უბრალო პლანშეტი, მობილური ტელეფონი თუ სპეციალური ანდროიდ ტერმინალი ჩაშენებული შტრიხკოდების წამკითხავით…
ფასების შემოწმება
სპეციალური აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ მარტივად შეამოწმოთ ფასები და თავიდან აირიდოთ მომხმარებელთა უკმაყოფილება, რომელიც ხშირად გამოწვეულია სისტემაში არსებულ და თაროზე განთავსებულ ფასთა შორის განსხვავებებით…
საგარანტიო ბარათები
თუ საქმიანობთ იმ ტიპის ბიზნესში სადაც თქვენს მომხმარებლები სარგებლობენ სგარანტიო მომსახურებით შეძენილ პრუდუქციაზე, ეს ფუნქცია დაგეხმარებათ მარტივად ამობეჭდოთ საგარანტიო პირობა, მიუთითოთ და აკონტროლოთ შესრულებისა და ამოწურვის ვადები…
ფასდაკლებისა და დაგროვების ბარათები
ფასდაკლების და დაგროვების სხვადასხვა შესაძლებლობა დაგეხმარებათ გააკეთოთ ნებისმიერი სახის ფასდაკლება, იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი ფასდაკლების ოდენობა, ფასდაკლება უშუალოდ გაყიდვის მომენტნში თუ ფასდაკლება გარკვეული ოდენობის შენაძენის შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია გააკეთოთ სასაჩუქრე ბარათები, გქონდეთ დაგროვების სისტემა და ეს ბონუსი იქნეს გამოყენებული თქვენსავე მაღაზიაში შემდგომი შენაძენისთვის…
შეკვეთები კლიენტისგან / შეკვეთები მომწოდებელთან
მიიღეთ შეკვეთები მომხმარებლებისგან და მარტივად გარდაქმენით ის შემდგომ სარეალიზაციოდ. ასევე გააკეთეთ შეკვთა მომწოდებელ კომპანისათან მარაგების შევსებისთვის ან პირდაპირ გადაგზავნეთ კლიენტის მოთხოვნილი პროდუქციის სია მომწოდებელთან როგორც შეკვეთა მომწოდებლისთვის…
შტრიხკოდების ბეჭდვა
შექმენით საკუთარი შტრიხკოდების ბაზა, შეადგინეთ სასურველი ეტიკეტის დიზაინი და დაბეჭდეთ ნებისმიერ პრინტერზე შემდგომში საქონლის დაფასოებისთვის ან თაროზე ფასმაჩვენებლის განთავსებისთვის…
სალაროს ჟურნალი
აკონტროლეთ ფულის მოძრაობა, იცოდეთ ყოველთვის თანხის ოდენობა სალაროში და გარდა ავტომატურად ასახული ოპერაციებისა, გაატარეთ ისეთი შემოსავლები და ხარჯები როგორიცაა, ხელფასები, ქირა, ავანსები, სახარჯი მასალებისა თუ საწვავისთვის გამოყოფილი თანხა ასევე, სხვა შემოსავლები და თანხის გაცემა სალაროდან…