ჩვენი მიზანია: დავეხმაროთ მცირე ბიზნესს ზრდაში.

მიუხედავად იმისა ჩვენ გვიწევს ცხოვრება ღრმა კომპიუტერულ ეპოქაში, უამრავი მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ იყენებს დაბალ და არატექნოლოგიურ მეთოდებს რათა თვალყური ადევნოს გაყიდვებს, ინვენტარს და მთლიანად სამუშაო პროცესს.

ხშირ შემთხვევაში ბიზნესის მფლობელები ჩერდებიან იმაზე რასაც ისინი იყენებენ აქამდე და არ სურთ ცვლილება, იმიტომ რომ ეს უფრო მარტივია მათთვის. ზოგიერთ შემთვევაში ამის მიზეზი არის მღელვარება იმისა რომ თუ ისინი შეცვლიან რაღაცას ამან შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი. სხვებს სურთ ბიზნესის გაფართოება მაგრამ შიშობენ რომ გაუჭირდებათ ახალი პროცესებისთვის თვალყურის მიადევნება და ეს გამოიწვევს უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სარგებელს. მეორეს მხრივ ყველა მათგანს სურს მათი ბიზნესი იყოს გაზრდილი და განვითარებული, ყოველგვარი ჭარბი და გადატვირთული ტექნიკური ინფორმაციის გარეშე, რომელიც არ არის მათი ძლიერი მხარე ან ტექნიკის შესაძენად დახარჯული დამატებითი ფინანსების გარეშე რომელიც რეალურად მათ არ ჭირდებათ.

ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მათ და ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობაში ეფექტური ცვლილებების და სასიამოვნო სიახლეების შეტანას.

ჩვენი ისტორია

კომპანია “ინოვატორი შეიქმნა “ეიჩესსი“-ის ბაზაზე,
რომელიც თავის მხრივ დაარსდა 2004 წელს. კომპანიის მიზანი იყო აი-ტი სფეროში მოღვაწეობა სხვადასხვა მიმართულებით.

თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო დიდი სისტემების შექმნით. შესრულდა რამოდენიმე პროექტი:

  • ურთიერთჩართვის საბილინგე სისტემა
  • საცალო საბილინგე სისტემა
  • ფულადი გზავნილების ინტეგრაციის სისტემა

პარალელურად ხორციელდებოდა სხვადასხვა დიდ კომპანიებთან საკონსულტაციო საქმიანობა აი-ტი სფეროში.

ბიზნესის ავტომატიზაცია, მარაგების მართვის სისტემა

2009 წლის მეორე ნახევრიდან კომპანიამ შეცვალა სტრატეგია, მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო საცალო ბაზარზე და გახდა ბულგარეთში ამ სფეროში ყველაზე წარმატებული კომპანიის Microinvest_ის აგენტი საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 14 ქვეყანაში და მომხმარებლებს სთავაზობს, ბიზნესის ავტომატიზაციის სხვადასხვა სისტემებს ისეთი ობიექტებისთვის როგორიცაა, მაღაზია, რესტორანი, კაფე-ბარი, დისტრიბუცია, სასტუმრო და საბილიარდო, სუპერმარკეტი, ასევე აღწერისა და ბუღალტერიის მძლავრი ინსტრუმენტებს. Microinvest-ის მთავარი პროდუქტია Microinvest Warehouse Pro სწორედ ზემოთ ნახსენები პროდუქტით მოხდა საცალო ბაზარზე შესვლა 2009 წელს.

მოგვიანებით მომხმარებლებისთვის უფრო მეტი სიახლისა და სამუშაო პროცესში მეტი კომფორტისთვის ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა კიდევ ერთ ბულგარულ კომპანია “Vladster”-თან და დღეისათვის ქართველ მომხმარებლებს ვთავაზობს სისტემების კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტს და მეტ შესაძლებლობას.

  • IncoPOS
  • IncoDroid
  • IncoCloud


საქართველოში ჩვენი კომპანიის მიერ დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც ათეულობით წლების განმავლობაში წარმატებულად საქმიანობენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, “ინოვატორი” აქტიურად ზრუნავს პროგრამისა და მომსახურების სრულყოფაზე და მუდმივად ახორციელებს მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას.